განყოფილება: ფილმები
დათვალიერება: 1295
კომენტარები: (0)
დამატებულია: 15.05.2012 (01:09)
ინფორმაცია: ფილმის
მთავარი გმირია სეზარი, რომელიც ბარსელონაში, დიდ საცხოვრებელ სახლში
შვეიცარად მუშაობს. ერთი შეხედვით ის პატარა, შეუმჩნეველი ადამიანია,
რომელიც მხოლოდ აღებს და კეტავს კარს, მაგრამ სინამდვილეში ის ყველაფერს
ამჩნევს და ყველაფერი იცის რაც მრავალბინიანი სახლის მობინადრეებს ეხება.
ის ძალიან უბედურია და ეძებს რაიმე მიზეზს თავისი მომავალი არსებობისთვის.
მისი ინტერესის ცენტრშია კლარა კინგი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს
პოზიტიურად უყურებს. ცხოვრების მიმართ მისი მსუბუქი დამოკიდებულება სეზარს
საშინლად აღიზიანებს. ის ვერ იქნება ბედნიერი, სანამ არ წაშლის ღიმილს ამ
ქალის სახეზე...